ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება

Bloomberg

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება. 

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები დააყენა და მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ დაეთანხმნენ, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა კი თქვა, რომ კომისიის რეკომენდაციები გაუგებარი და ნაადრევია. ზაზა სარალიძემ ამის შემდეგ შსს-ს შენობასთან აქცია დაიწყო და მას შემდეგ შეწყვიტა, რაც შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო პირობა, რომ "ამ კვირაში რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ." კონკრეტულად რა რადიკალურ ნაბიჯებზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია. 

 

კომენტარები