მე გუშინ გვიან გავეცანი ამ წერილს. შემიძლია მოგახსენოთ, რომ წერილში ძირითად სულისკვეთებას ვითარების შეფასების ნაწილში ვიზიარებ. აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილის ერთი ნაწილია. შემდეგაა კონკრეტული ნაბიჯები, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც. ამის თაობაზე მე გუშინ დავით უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს NATO-ს სამიტის მერე
tbl.ge/30jy
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.ღია წერილში დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა.
ამავე თემაზე
- წერეთელი: გახარიამ უნდა ახსნას, რა იყო პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საფუძველი
- 14 წლის გოგოს გადარჩენისთვის შოთა ქარსელაძე სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდა
- პრეზიდენტი ერთპარტიულ სხდომაზე: კომუნიზმი დასრულდა
- პრეზიდენტი: დავიღალეთ ლანძღვით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით
- პრეზიდენტი: მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა