მივესალმები საზოგადოებას, რომელიც ახლა გვიყურებს და გვეუბნება: "დავიღალე". ამ საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და არამხოლოდ ამ დარბაზში. დავიღალეთო ერთ წრეზე ბრუნვით, ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. 30 წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, მათ შორის მეც. ვიდექით პარლამენტის კიბეებთან, დღეს კი ქვეყანას სხვა რამე სჭირდება. დავიღალეთ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის – ზვიადისტები-ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები-ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება, იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება. დავიღალეთ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული თუ კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით. სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს, იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად...
tbl.ge/5b4t
დაკოპირდა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამ სიტყვებით მიმართა მე-10 მოწვევის პარლამენტს, რომელიც დღეს პირველად და ერთპარტიულად შეიკრიბა.
ამავე თემაზე
- 14 წლის გოგოს გადარჩენისთვის შოთა ქარსელაძე სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდა
- პრეზიდენტი ერთპარტიულ სხდომაზე: კომუნიზმი დასრულდა
- პრეზიდენტი: მინსკში ვინ იყო, თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ, მე კი არა
- პრეზიდენტი 20 ივნისზე: დესტაბილიზაციას რუსეთი გამოიყენებდა, ძალა საჭირო იყო
- პრეზიდენტს სლოვაკმა პარლამენტარმა FB-ის მიერ პრო-სამთავრობო გვერდების წაშლა შეახსენა