პრეზიდენტი

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 

"3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი ასევე შეეხო 8 პირობით მსჯავრდებულ პირს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან" - წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები