პრეზიდენტი

აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე შეხვედრები, NATO-ს სამიტის შემდეგ იგეგმება

პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ავლაბრის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

მარგველაშვილი აჭარაში, მთავრობის მეთაურის კანდიდატურაზე კონსულტაციების გასამართად, NATO-ს სამიტის შემდეგ აპირებს ჩასვლას.

მისი თქმით, ამას კონსულტაცია ავალდებულებს. პრეზიდენტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს შემადგენელ ყველა პოლიტიკოსთან შეხვედრას გეგმავს.

ასევე, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ NATO-ში საქართველო ორივე შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი.

"ეს არის უპრეცენდენტო მიღწევა იმიტომ, რომ საქართველოს თაობაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ ნატო-ს ქვეყნის ლიდერები, ამ დონეზე იქნება შეხვედრა. ჩვენ ველით, რომ ამ შეხვედრების შედეგად, აგრეთვე, იმ ორმხრივი შეხვედრების შედეგად, რომელიც დაგეგმილია სამიტის ფარგლებში, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს პროგრესის მნიშვნელოვან აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები