სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური

სუსმა აეროპორტში საშიში ნივთიერების დაღვრის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბ. დააკავა.

მას ბრალად 2018 წლის 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაღვრა ედება.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ცნობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ადამიანის მოიწამლვლის შესახებ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაბულას მოწამვლის ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, ნივთიერების წარმოშობის და შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

 

კომენტარები