სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური

ხოშტარია: არ ვაპირებ ამ ბოდვაზე საუბარს, დღის წესრიგია ფარცხალაძე, ФСБ-სთან ოცნების ჩახუტება

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ეხლა ორშაბათიდან დაიწყებენ ისევ ფარცხალაძე და თვითმფრინავიო და მოდი დილიდან დავაბრეხვოთ რამეო და ყველა მაგაზე ილაპარაკებსო. თან სტატუსის ამბავი ხო უნდა დააბრალონ მერე ყველას.

მოკლედ საერთოდ არ ვაპორებ ამ ბოდვაზე საუბარს, რეალური დღის წესრიგი არის ფარცხალაძე და რუსეთის ფსბსთან ოცნების ჩახუტება.

დროა ვისწავლოთ ამათი რუსეთში ნასწავლი ხრიკები

1. სადაა ფარცხალაძე

2. ვინ მონაწილეობდა ფსბ მართულ საზ აზრის ცვლილების ოპერაციაში

3. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ფარცხალაძის სანქციების შემდეგ

4. სუსის დანაშაული ფარცხალაძის ხელის დაფარებაში

და ასე შემდეგ.

პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები