სოფლის მეურნეობა

ქართული ატმის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

flickr.com

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ატმის ექსპორტის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ატმის 2/3 რუსულ ბაზარზე გადის ექსპორტზე.

2 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება $1.6 მილიონს შეადგენს. ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (17,4 %), სომხეთის რესპუბლიკაში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ატმის ექსპორტი 9-ჯერ არის გაზრდილი. 

გასულ წლებში ატმის ექსპორტის მთლიანი მოცულობა სეზონის განმავლობაში დაახლოებით 6 ათასი ტონა იყო.

კომენტარები