სოფლის მეურნეობა

აგროპროდუქტები, რომლებიც ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით გადის – 2021

Nelkarisi

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2020 წელს, აგროპროდუქტების მთლიანი, რეალური(ფასების ეფექტების გამოკლებით) გამოშვება 4%-ით გაიზარდა, ფასების ეფექტის გათვალისწინებით კი – 13%-ით. 

2020 წელს, 2019-თან შედარებით, ყველაზე მეტად მარცვლეულის წარმოება გაიზარდა – 13%-ით, რასაც მოჰყვება ბოსტნეულის წარმოება – 8%-იანი ზრდით, ნესვი და საზამთრო – 5%-იანით და თივა – 4%-ით. 

ISET-PI-ის კვლევის თანახმად, მოსავლიანი წლის ფონზე, 2021 წლის იანვარ-მაისის პერიოდში აგროექსპორტი 30%-ით გაიზარდა და $398 მილიონი დოლარი შეადგინა, ანალოგიური მაჩვენებელი 2020 წლის იანვარ-მაისში $306 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

ტრადიციულად, ტოპ საექსპორტო აგროპროდუქტი ყურძნის ღვინოა, რომლის ექსპორტის მოცულობამ 2021 წლის პირველ 5 თვეში $86 მილიონი დოლარი შეადგინა და ჯამური აგროექსპორტის 22%-იანი წილი დაიკავა. ყველაზე დიდი მოცულობით გატანილი აგროპროდუქტების სიაში მეორე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს – $57-მილიონიანი საექსპორტო ღირებულებით და 14%-იანი წილით ჯამში. მესამე ადგილზე მინერალური წყლებია – $53 მილიონი დოლარის გატანილი ღირებულებითა და 13%-იანი წილით. მეოთხე ადგილზე თხილეულია – $34 მილიონი დოლარი და 8%-იანი წილი ჯამურ ექსპორტში. ტოპ ხუთეული შაქრიანი სასმელების კატეგორიით სრულდება, რომელთა ექსპორტმა მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით $22 მილიონი დოლარი შეადგინა და ჯამურ ექსპორტში 5%-იანი წილი დაიკავა. 

ISET-PI

 

კომენტარები