უბედური შემთხვევა

მაშველებმა მტკვარში 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშველებმა მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც 25 ივნისს, რუსთავში, მტკვარში საბანაოდ შევიდა და ადიდებულმა წყალმა წაიღო.

"სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 7 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა" - აცხადებს საგანგებო სიტუუაციების მართვის სამსახური

კომენტარები