NBA

ლებრონ ჯეიმსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან 4-წლიანი, 154$ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

BBC

კალათბურთის სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან კლივლენდ კავალიერსი დატოვა. 

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში 4 წლის განმავლობაში 154 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. 

"დიდი მადლობა ჩრდილოეთ ოჰაიოს 4 შესანიშნავი სეზონისთვის, ეს ყოველთვის იქნება ჩემი სახლი", - თქვა ლებრონმა

33 წლის სუპერვარსკვლავი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ძვირადღირებული, ასევე დომინანტი მოთამაშეა. 

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს 2003 წელს შეუერთდა, როცა კლივლენდმა დრაფტზე წარადგინა. 2010 წელს კი მაიამიში გადავიდა, სადაც 2012 წელს "მაიამი ჰითთან" ერთად ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა. 

2 წლის შემდეგ ის კვლავ კლივლენდში დაბრუნდა. 2016 წლის ივნისში კი გუნდმა გოლდენ სთეით ვორიორსი 93:89 დაამარცხა. ეს მატჩი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იყო, კლივლენდისთვის კი პირველი გამარჯვება მნიშვნელოვან ტურნირზე 1964 წლის შემდეგ. 

რაც შეეხება ლოს ანჯელეს ლეიკერსს, ბოლო 5 წელია, ის NBA-ის ფლეიოფებში ​არ გასულა. 

კომენტარები