უბედური შემთხვევა

სიღნაღიდან ურეკში გასტროლებზე ჩასული 13 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

on.ge

გუშინ, ურეკში ზღვაში 13 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული. 

გარდაცვლილი ხალხური ცეკვის ანსამბლ ლაშქრულის მოცეკვავე იყო. ანსამბლის სხვა წევრების თქმით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში შევიდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან, უვნებლად გამოიყვანეს 10 და 16 წლის მოზარდები. სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა სწორედ ორი მოზარდის ნაპირზე გამოყვანის შემდეგ გაიგეს, რომ მათთან ერთად მესამე მოზარდიც იმყოფებოდა.

"13 წლის ბიჭის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს" - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები