მცოცავი ოკუპაცია

ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისიდან 16 წლის მოზარდი გაიტაცეს

სოფელ ჭვრინისიდან ოკუპანტებმა ამჯერად მე-12 კლასელი, 16 წლის ბიჭი გაიტაცეს. წინასწარი ინფორმაციით, ის ამჟამად ცხინვალშია გადაყვანილი.

მისი ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი საძოვარზე იმყოფებოდა.

"პოლიცია მოვიდა და გაგვაგებინა, რომ დაჭერილია თქვენი ძმა. რაც გვითხრეს ეგ ვიცით, მეტი არაფერი. ცხინვალშია გადაყვანილი და არც ვიცით, როდის გამოუშვებენ. არავის არ დაუნახია საერთოდ, ნახირში იყო და არც ვიცით, ზუსტად რა ადგილიდან წაიყვანეს", - ამბობს გატაცებულის ძმა რუსთავი 2-თან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ 16 წლის პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები