ევროკავშირი

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტზე მიგრაციის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

Reuters

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში 28-29 ივნისს გამართულ სამიტზე მიგრაციის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

9-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირში ჩასულ მიგრანტებს მოხალისეობის პრინციპზე დაყრდნობით გადაანაწილებენ და ევროკავშირის შიგნით თავშესაფრის მაძიებელთათვის სპეციალურ ცენტრებს შექმნიან.

ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებზე პასუხისმგელობას გადაინაწილებენ. ეს მოთხოვნა იტალიის პრემიერმინისტრმა წამოაყენა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. "იტალია მარტო აღარ არის." თქვა შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჯუზეპე კონტემ.

საბოლოო შეთანხმებაში აღნიშნულია, რომ ბლოკის ქვეყნებს შორის შიდა მიგრაციას შეზღუდავენ, თუმცა საერთაშორისო კანონების ფარგლებში კონკრეტული ზომების მიღება თავად ქვეყნების სურვილზეა დამოკიდებული. შეთანხმება ასევე მოიცავს ბლოკის გარე საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას და თურქეთის, მაროკოსა და სხვა ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყნებისათვის დაფინანსების გაზრდას, რათა ევროპაში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა გააძლიერონ.

კომენტარები