სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

გახარია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე: როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე, არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა. გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, ახალ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომენტარები