იუსტიციის სამინისტრო

ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

justice.gov.ge

ალექსანდრე ბარამიძე თეა წულუკიანის მოადგილე აღარ იქნება. თანამდებობას ის 2012 წლიდან იკავებდა (პირველი მოადგილისას - 2013 წლიდან). 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს მიხეილ სარჯველაძე იკავებს, რომელიც მანამდე ასევე თეა წულუკიანის მოადგილე იყო.

პირველი მოადგილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები