საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: სინოდი უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ შექმნილ ვითარებას გაეცნო

patriarchate.ge

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, წმიდა სინოდის 21 ივნისის სხდომაზე პატრიარქმა ილია მეორემ "უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე" ისაუბრა. 

წმიდა სინოდის სხდომის ოქმში წერია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, სინოდის წევრებმა საპატრიარქოში შესული სამი წერილი წაიკითხეს. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოში წერილები შევიდა კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია – მოსკოვის საპატრიარქოდან.

"იქნა წაკითხული წერილები და სინოდის წევრები გაეცნენ შექმნილ ვითარებას უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ" - ნათქვამია სხდომის ოქმში.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი დაძრა. ამ დრომდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს და მას რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად ცნობს. ურთიერთობები მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის მას მერე გამწვავდა, რაც პატრიარქმა კირილმა კრეტის კრებაზე წასვლაზე უარი განაცხადა.

კომენტარები