Game of thrones

ემილია კლარკი GOT-ზე: დიდი მადლობა იმ ცხოვრებისთვის, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი

The Sun

2019 წლის აპრილში სერიალ Game of Thrones-ის ფინალური, მერვე სეზონი გამოვა.

დენერის ტარგარიენის როლის შემსრულებელმა, ემილია კლარკმა საკუთარ ინსტაგრამზე სერიალს გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა.

მისი თქმით, სერიალმა მას მისცა ცხოვრება, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა.

"გავემგზავრე ნავით კუნძულზე, რათა დავემშვიდობო იმ მიწს, რომელიც ჩემი სახლი იყო თითქმის დეკადის განმავლობაში. ეს იყო თავგადასავალი. დიდი მადლობა იმ ცხოვრებისთვის, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ვიცხოვრებდი და მადლობა იმ ოჯახისთვის, რომელიც ყოველთვის მომენატრება" - წერს ემილია კლარკი.

ემილია კლარკს კომენტარი ჯეისონ მომოამ დაუწერა. მომოას სერიალში ქალ დროგოს როლი ჰქონდა, რომელიც დენერის ტარგარიენის [ქალესის] ქმარი იყო.

"მიყვარხარ. ვამაყობ შენით." - დაუწერა მომოამ ემილია კლარკს.

კომენტარები