ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ახალგაზრდა ქალი ძმამ დაჭრა. ბრალდებული იუსტიციის სახლთან დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანებები მხრის და გულ-მკერდის არეში აქვს.





