ქართული ოცნება

კალაძე: მამუკას ხელმძღვანელობით გაიმართება კონსულტაციები მინისტრების შესახებ

დღეს იყო შეხვედრა უმრავლესობასთან, მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. ყველას მხრიდან იყო თანხმობა. პოლიტსაბჭოს შემდეგ უმრავლესობაში მოხდა მსჯელობა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მამუკა ბახტაძე იყოს წარდგენილი პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე. 

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით, მამუკას ხელმძღვანელობით გაიმართება გუნდში კონსულტაციები და უახლოეს დღეებში, ცნობილი გახდება თუ ვინ იქნება წარდგენილი კონკრეტული მინისტრების თანამდებობებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის ახალ შემადგენლობაზე.

კომენტარები