უბედური შემთხვევა

გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

flickr

გუდაურში მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მამა-შვილი კვადროციკლს ერთად მართავდა, რა დროსაც ხევში გადავარდა. ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. 

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის  მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მუხლი გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.

კომენტარები