მარნეულის მერი

ხოშტარია აბაზოვზე: ეს არის ხელისუფლების სისტემური პრობლემის კიდევ ერთი გამოვლინება

გუშინ ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად შოკიმომგვრელი და შემაშფოთებელი ვიდეოკადრები, სადაც ხდება პოლიტიკური, თუნდაც ექსტრემალური ფორმით, კრიტიკის გამო, ადამიანის ღირსების შელახვა, საშინელი ფორმით. ეს არ არის ცალკე აღებული უბრალო ინციდენტი, ეს არის ამ ხელისუფლების სისტემური პრობლემის კიდევ ერთი გამოვლინება. იმ სიძულვილის კლიმატის და პოლიტიკური ძალადობის გამოვლინება, რომელიც წლების განმავლობაში დანერგა ქართულმა ოცნებამ.

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ვიდეოზე, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის​ მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კომენტარები