აქცია რუსთაველზე

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს

ტაბულა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. ამის შესახებ ტაბულას ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება.

როგორც შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან თქვა, ნიკა მელია საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციითვე, ასევე დაკავებულია თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა, რომელიც გზის გადაკეტვას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

რუსთაველზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია "ნუ მომკლავ" მიმდინარეობს.

კომენტარები