სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ კარვები დაშალა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზზე პოლიციამ კარვები დაშალა. ტელეკომპანია ამის ამსახვლ კადრებსაც ავრცელებს.

გავრცლებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გუშინ, 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის, "ნუ მომკლავ" ორგანიზატორებმა კარვების საავტომობილო გზაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ისინი მთავრობის მხრიდან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.

სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის, თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას, ასევე ირაკლი შოთაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

"კარვების გზაზე გადატანა ჩემი გეგმის უკიდურესი ნაწილი იყო. მე მოვუწოდე მმართველ პარტიას გვერდში დამდგომოდა, მაგრამ არავინ მოვიდა", - ამბობს ის.

რუსთაველის გამზირზე აქციის განახლება დღეს, 14:00 საათზე იგეგმება.

კომენტარები