ტექდათვალიერება

1 იანვრიდან 53 ათას სამგზავრო ავტომობილს ტექდათვალიერების გავლა დაევალა

flickr.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქარტველოში სულ 53 661 სამგზავრო ავტომობილია რეგისტრირებული, 2018 წლის 1 იანვრიდან ამ ავტომობილებს სავალდებულო ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება დაუდგინდათ. 

დათვალიერება ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი, ასევე 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2018 წლის 1 ივლისიდან დათვალიერებაზე გავლა სახელმწიფოს კუთვნილ ავტოპარკსაც მოუწევს, 2019 წლიდან კი ის ყველა ტიპის ავტომობილზე გავრცელდება. 

2018 წლის იანვარ-მარტში ტესტირებაზე სულ 19,464 ავტომობილი იყო მისული, საიდანაც 26% ანუ 5,050 ავტომობილი ტესტირების პირველ ჯერზე ჩაიჭრა. განმეორებით ტესტირებაზე კი ჩაჭრილტა რაოდენობამ 134 შეადგინა, ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება აეკრძალათ.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შეულია ცვლილება, რომლის შედეგადაც სავალდებულო დათვალიერების გარეშე მოძრაობა 50 ლარით ისჯება. ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტროა. დღეისთვის ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილისთვის 60 ლარია.

საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია, მათი 46% 20 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული.

კომენტარები