დროებითი საპარლამენტო კომისია

საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობოებთან გამართავენ

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს პირველ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ. ევროპული საქართველოს წევრისა და კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის თქმით, პირველ სხდომაზე, ყველა შესაბამისი უწყებიდან საგამოძიებო კომისია იმ მასალებს გამოითხოვს, რომელიც ამ საქმეს ეხება. შეხვედრა დღეს 14:00 საათზე გაიმართება.

,,პირველ სხდომაზე, ყველა შესაბამისი უწყებიდან საგამოძიებო კომისია მასალებს გამოვითხოვთ, რომელიც ამ საქმეს ეხება. გვექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან. დღეს და ხვალ დავიწყებთ კონკრეტულ შეხვედრებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ისე დაზარალებულების ოჯახებთან. კომისიის ფარგლებში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს." - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნა ევროპულმა საქართველომ მოითხოვა, მათ ამ კომისიაში უმრავლესობა ექნებათ. კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე პატრიოტთა ალიანსის ერთი წევრი. როგორც ცნობილია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიის მუშაობაში მონაწილების მიღებაზე უარი თქვა. 

კომენტარები