გაზმომარაგების შეწყვეტა

ქუთაისის ნაწილს 6-7 ივნისს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 6 ივნისის დილის 09:00 საათიდან 7 ივნისის საღამოს 16:00 საათამდე ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ.

ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს:

  • არაგვისპირელს;
  • ტყაბლაძეს;
  • ერევნის ქუჩას და მის II შესახვევს;
  • ბაზაძეს;
  • 26 მაისის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
  • მიზანდარს;
  • რიონჰესს;
  • თომაშვილს;
  • ოსტროვსკის;
  • ტყიბულის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
  • ვასაძეს;
  • კლდიაშვილის ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
  • თბილისს;
  • კოსტავას;
  • სოლომონ მეორეს;
  • ევდოშვილის ქუჩას შესახვევებით;
  • შანიძის აღმართს;
  • აღმაშენებლის გამზირს №1, 3, 5, 2, 4, 6, 8, 10-ს;
  • წყალწითელას დასახლებას;
  • მანდარიას;
  • კუპრაძეს;
  • სადგურს;
  • მკურნალს;
  • ნაზარიშვილს;
  • სოლომონ I-ს;
  • ტიციან ტაბიძეს;
  • წმინდა სამების ქუჩას ჩიხებითა და შესახვევებით;
  • ხახანაშვილის №44, 42, 40-ს;
  • თამარ მეფის ქუჩას №1-დან №95-ის ჩათვლით;
  • გოგებაშვილს.

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 7 ივნისის საღამოს 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები