გაზმომარაგების შეწყვეტა

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს 17 აგვისტოს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, ხვალ, 17 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება.

კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ.

  • დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გორის მუნიციპალიტეტში სოფლებს: დიცს, ტირძნისს, ტყვიავსა და ბროწლეთს გაზმომარაგება შეუწყდება. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 17 აგვისტოს 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, დაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები