მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქო: რუსეთის წარმომადგენელი უკრაინის ეკლესიაზე პოზიციის გასაცნობად გვეწვია

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი) ეწვია. ის საქართველოში ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩამოვიდა. საპატრიარქოს ცნობით, "სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა".

"უახლოეს პერიოდში, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა" - აღნიშნავს საქართველოს საპატრიარქო.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი დაძრა. ამ დრომდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს და მას რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად ცნობს. ურთიერთობები მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის მას მერე გამწვავდა, რაც პატრიარქმა კირილმა კრეტის კრებაზე წასვლაზე უარი განაცხადა.

კომენტარები