ახალი მთავარი პროკურორი

შავგულიძე: თუ პროკურორი სწრაფად არ დაინიშნება, ხორავას ქუჩის საქმიდან ფურცელი აღარ დარჩება

მთავარია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს ახალი მთავარი პროკურორი და ეს იყოს სათანადო კვალიფიკაციის და პრინციპულობის მქონე სპეციალისტი. არავითარი კომუნიკაცია არავისთან არ მქონია და მთელი პასუხიმგებლობით ვამბობ, ვერავითარ ხელისუფლების ცვლილებას ამ საქმის ინტერესი ვერ დაელოდება, ეს თუ არ მოხდა სწრაფად, იმ საქმიდან ფურცელი აღარ დარჩება. მერე კი, შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს, ესეც არ არის ერთი დღის საკითხი, მაგრამ თუ ამ საქმის გაფუჭება უნდა სამართალდამცავ სისტემას, ეს საქმე ერთ ორ თვეში ჩათვალეთ რომ აღარ იარსებებს.

ევროპული საქართველოს მიერ დასახელებული კანდიდატი მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმისა და ახალი მთავარი პროკურორის შესახებ რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები