თბილისის მეტრო

თბილისის მეტროპოლიტენით ყოველდღიურად 400,000 მგზავრი სარგებლობს

თბილსის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცულები არიან. მემანქანეები გლდანის დეპოში არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ყველას ვისაც მეტროთი მგზავრობა უნდოდა, მეტროს შესასვლელებში ასეთი წარწერა დახვდა: 

"მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ."

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, მეტროს სამუშაო დღეებში დაახლოებით 400,000 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა კი დაახლოებით 350,000-ია. 

მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-ით მომატებას ითხოვენ. მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა, თუმცა, "ერთობა 2013"-ში გაერთიანებული მემანქანეები მაინც გაიფიცნენ.

კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში საქალაქო ტრანსპორტის ოპერატორი - "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" წამგებიანი საწარმოა და მისი საოპერაციო ზარალი ყოველწლიურად 16 მილიონ ლარს აღემატება, რასაც მერია საკუთარი ბიუჯეტიდან ფარავს. კალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებს დღეს იმაზე მეტი ანაზღაურება აქვთ ვიდრე პოლიციელები, პედაგოგები და სხვა საჯარო მოხელეები იღებენ. კალაძის თქმით, ხელფასები 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს. 

თავად მემანქანეები კი კალაძეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, მემანქანის ხელფასი დაახლოებით 1200 ლარია.

კომენტარები