ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა.

მან განაცხადა, რომ ვაკის პარკში გამართულ აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ მისი შვილის მეგობრები და მისი მეორე შვილი იქ იმყოფებოდნენ და სხვანაირად არ შეეძლო, თუმცა იქ სოლიდარობა და მხარდაჭერა ვერ დაინახა.

"აქ [რუსთაველის გამზირზე] ზეწოლა ვერ შევამჩნიე და ვერც ვხედავ და იქ ზეწოლა განახორციელეს ადამიანზე. რა მნიშნველობა აქვს სახალხო დამცველია თუ ვინ. ჩვენ ვიბრძვით ზეწოლის წინააღმდეგ." "არ ვიცი სახალხო დამცველის მიმართ რატომ გამოამჟღავნეს აგრესია. სახალხო დამცველთან აქციებთან დაკავშირებით საუბარი აქ მქონია." თქვა მან

"მე იქ შევხედე რომ ახალგაზრდები ვინც იქ იდგნენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე იდგნენ. მოვუწოდებს ყველას, თუნდაც იმ აქციაზე მყოფებს შემოგვიერთდნენ აქ. ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს აქ უნდა იყოს და არავითარი კონტრაქციები."

"მე აქ ვდგავარ და ვითხოვ აქ დამიდექით გვერდით. იქაც მივალ, მაგრამ აქ ვდგავართ ყველა შვილმოკლული მშობელი, აქ დამიდექით გვერდით."

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქ პოლიტიკოსი იდგება თუ ჩვეულბრივი ადამიანი. მივმართავ ყველას, გავერთიანდეთ ვისაც საქართველოს მომავალი აწუხებს." განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე დროებით მივიდა და აქციას ნახევარ საათში დატოვებს, რადგან მისი მეუღლე შეუძლოდ არის. სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ ხვალ 14:00 საათზე საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე დღეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე სახელწოდებით "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" მივიდა.

სარალიძემ ვაკის პარკი სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიასთან ერთად დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ვაკის პარკის დატოვება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ.

"აქციას არ ვტოვებ, სახლში მივდივარ. თუ აქაც დავინახავ მარტო ხალხს, მოვალ", - თქვა მან.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.

ვაკის პარკში აქცია დასრულდა და ორგანიზატორების თქმით ხვალ 19:00 საათზე გაგრძელდება.

კომენტარები