პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მამაკაცი დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გავრცელებული ცნობით, ის აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია "ნუ მომკლავ" განახლდა.