სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე გახარიასთან შეხვედრაზე უარს ამბობს

ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე მინისტრს ორი თვის წინ ვეხვეწე და ვემუდარე დაჩოქილმა, შემხვდი-მეთქი. დღეს არ შევხვდები", - თქვა სარალიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა და ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.

"გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს", - აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები