სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ლომჯარია: შსს ახალ გარემოებებზე საუბრობს, პროგრესი აქვთ მოწმეზე ზემოქმედების კუთხით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგვიცხადა, რომ ძირითადად, ორი მიმართულებით მათ აქვთ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას და გარკვეულ ახალ გარემოებებზეც საუბრობენ ისინი. ასევე, მათ განგვიცხადეს, რომ დაიწყო თავიდან დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში. იმედი აქვთ, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი მათ შორის სახალხო დამცველსაც გადასცემენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში, რათა ჩვენც გვქონდეს საშუალება გავეცნოთ და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები", - განაცხადა ლომჯარიამ.

ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. გიორგი გახარია დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა და ზაზა სარალიძესთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა.

კომენტარები