სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

ლევან დადუნაშვილის მამა ზაზა სარალიძეს ხელისუფლებასთან შეხვედრას სთავაზობს

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის მშობლებიც.

ლევან დადუნაშვილი ზაზა სარალიძეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან ან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მთავრობა მათ გვერდითაა.

"ზაზა, შენს გვერდში ვარ. მთავრობა ჩვენ გვერდშია, დავდგეთ ერთად და გამოვიძიოთ ჩემო ძმაო. მივცეთ შანსი, სადაც გინდა - პრეზიდენტი გაწყობს? პრეზიდენტთან შევიდეთ. პარლამენტის თავმჯდომარესთან შევიდეთ, პრემიერმინისტრთან შევიდეთ. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ. რევოლუცია მე არ მაწყობს, მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, ჩემო ზაზა, დღეს გამოსავალი არის ეს. არის ინსტანციები, სადაც არის გასარკვევი, სადაც ყველაფერი ისე უნდა გაიშიფროს, როგორც შენს გულს და ჩემს გულს უნდა, როგოც ჩვენ ვითხოვთ. თუკი კითხვები დარჩება ამის შემდეგ, მე შენს გვერდში ვიქნები. მე შენს გვერდში ვარ ყოველთვის. მე არ ვარ კმაყოფილი გამოძიებით. ამიტომ, თუ კითხვები გვრჩება, უნდა გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელშიც ვცხოვრობთ. მე ბოლომდე ვენდობოდი გამოძიებას და ბოლომდე ველოდებოდი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. შენ კითვებზე პასუხი გასაცემი გაქვს, მე შენს გვერდით ვარ", - განაცხადა დადუნაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა არასრულწლოვნების ჩხუბში მონაწილე სხვა პირების მშობლებს, რომ ჩვენება მისცენ.

"ის გამოძიება რომ დამთავრდეს, მე მოგიწოდებთ, ის ხალხი, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ და თქვენს შვილებს ხელს აფარებთ, გამოვიდეთ ყველა და მივმართოთ იმათ. ის მშობლები მშობლები მაშინ იქნებიან, ეს ტრაგედია მაშინ აღარ განმეორდება, როცა ვაიძულებთ იმ გათითოკაცებულ ხალხს, რომლებიც სახლში სხედან და არ გამოჰყავთ თავიანთი შვილები, რომ ჩვენება მისცენ, სწორი გამოძიება წარიმართოს, სრული გამოძიება წარიმართოს", - განაცხადა დადუნაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები