ლიტერატურა

წიგნის ფესტივალის ფარგლებში თბილისში "გიკი გოგოს" ავტორი, ჰოლი სმეილი ჩამოვა

Getty Images

წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მწერალი ჰოლი სმეილი ეწვევა.

გამომცემლობა Liberteens-ი 4 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით მან "გიკი გოგოს" მოყვარულების გახარება გადაწყვიტა. ჰოლი სმეილი ("გიკი გოგოს" ავტორი) საქართველოში 31 მაისს ჩამოვა, იგი "თბილისის წიგნის საერთშორისო ფესტივალზე" "გიკი გოგოს" სერიის ახალ წიგნს "თავდაყირა" წარადგენს და ავტოგრაფებს დაარიგებს.

"გიკი გოგოს" ავტორი, ჰოლი სმეილი - თავგადასავლების მოყვარულია, როგორც თავად ამბობს, წერის შემდეგ ყველაზე მეტად მოგზაურობა უყვარს. ის 27 ქვეყანაშია ნამყოფი.

სმეილმა 2 წელი იაპონიაში გაატარა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. მის საყვარელ მოგონებად და ადგილად სწორედ იაპონია რჩება. ასევე იმოგზაურა და შეისწავლა ნეპალის, იამაიკის, ავსტრალიის, ინდონეზიისა და ინდოეთის კულტურა.

"იმედია ჩვენთან სტუმრობის შემდეგ, ჰოლის ფავორიტი ქვეყანა სწორედ საქართველო გახდება და ვინ იცის, იქნებ აქაც მოისურვოს ცხოვრება"- წერს liberteens-ი

აღსანიშნავია, რომ "გიკი გოგოს" საქართველოში ძალიან ბევრი ფანი ყავს.

კომენტარები