ფინანსები

მელია: შევქმნით 2,500,000,000-ლარიან ფონდს, ხალხს ივანიშვილის ნაძარცვს დავუბრუნებთ

ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყებს აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ აქედანვე გამოავლინოს და აღრიცხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და სხვა ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება, ეს სახელმწიფო ფონდი 2.5 მილიარდ ლარით განისაზღვრება და ამ ფონდით მოხდება ყველა დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება. ასევე გამოცხადდება 2-წლიანი მორატორიუმი საბანკო და მიკროსაფინანსოების ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ აღირიცხება ყველა "უსამართლო ვალი", მათ შორის მიკროსაფინანსოების ვალებიც და ისინი ორი წლით გაიყინება. სააკაშვილმა თქვა ისიც, რომ ვალებს მოსახლეობა 2012 წლამდე არსებულ კურსში 1.65-ში დააბრუნებს.

კომენტარები