გედევან ფოფხაძე

ფოფხაძე: უნდა გვქონდეს შინაგანი ბერკეტი, რომ არ შეურაცხვყოთ სხვისი გრძნობები

საპატრიარქოს განცხადებაში კონკრეტიკა ნამდვილად არ არის, არის ზოგადი სურვილი, რომ არსებობდეს სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც შეზღუდავს ადამიანებს რაღაც საკითხებთან მიმართებაში, რაც მე ზოგადად მიმაჩნია, რომ სწორია. ყველას უნდა გვქონდეს შინაგანი ბერკეტი, რომელიც შეგვაჩერებს სხვა ადამიანების გრძნობების შეურაცხყოფისგან და თუ სამართლებრივი ბერკეტიც გახდა საჭირო, ჯობდა, არ გამხდარიყო საჭირო.

რაღაც დონეზე მედიასთანაც შეიძლება რაღაცა დონის კონსულტაციების წარმოება იმაზე, რომ უბრალოდ შევთანხმდეთ საჯარო ინტერესზე და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს საზოგადოების წინაშე. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ის, რაც გიორგიმ [გაბუნია] გააკეთა და ადამიანურად ვეუბნები, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თუ ვინმესთვის ჩემი გრძნობები არაფერს ნიშნავს, ეს მისი პირადი საქმეა

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება აქვს.

კომენტარები