გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე: აკილას თუ შემადარებს ვინმე, არ მეწყინება

ხუმრობაა, გია არის ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო და საყვარელი ადამიანი, მაგრამ ამ ხუმრობაში მე მისთვის შეურაცხმყოფელს ვერაფერს ვერ ვხედავ, აკილა არის ძალიან კარგი პერსონაჟი და ვინმე თუ შემადარებს არ მეწყინება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ მისივე გუნდის წევრი გია ვოლსკი "მაუგლის" პერსონაჟს, აკილას შეადარა. მისი თქმით, "კიპლინგის მაუგლი ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, იქ არის მგელი და როდესაც ნანადირევს ვერ დაიჭერს, მერე კრებას ატარებენ და იძახიან, რომ აკილამ ააცილაო, ანუ აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა გია [ვოლსკი] დაგვიბერდა და ვერანაირად ვერ გრძნობს, რა არის კორექტული და რა არაკორექტული."

კომენტარები