გედევან ფოფხაძე

ფოფხაძე: წამების ფაქტებზე სახელმწიფო უნდა იყოს მკაცრი და შეურიგებელი

pirveliradio.ge

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ეხმაურება პროკურატურის განცხადებას ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი მაღალჩინოსნებისთვის ბრძალის დამძიმების შესახებ. მისი თქმით, წამების ნებისმიერ ფაქტზე სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მკაცრი, თანმიმდევრული და შეურიგებელი.

"ჩვენს კომიტეტს ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული და გამოქვეყნებული აქვს დასკვნა. თავის დროზე კომიტეტმა შეაფასა ეს ფაქტები როგორც სისტემური ხასიათის დანაშაული და მიგვაჩნია, რომ პრაქტიკულად საქმე გვაქვს იმასთან, რომ სახელმწიფომ მთლიანად წამებაზე და დაშინებაზე დააფუძნა თავისი პოლიტიკა, შექმნა სისტემა, რომელზეც იდგა წინა ხელისუფლება. სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ადეიშვილის რეჟიმი მთლიანად იყო დაფუძნებული შიშზე და ადამიანების წამებაზე", - თქვა ფოფხაძემ.

ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე გაგა მკურნალიძე და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

კომენტარები