გამოხატვის თავისუფლება

თაქთაქიშვილი: საუბარი, რომ "გაბუნიას ზედმეტი მოსდის" ცენზურის, ძალადობის გამართლებაა

გიორგი გაბუნია და რუსთავი2 არის დასაცავი! “გაბუნიას ხუმრობა არ უვარგა” ან “გაბუნიას ზედმეტები მოსდის” საბოლოოდ ემსახურება მხოლოდ ცენზურის და ძალადობის გამართლებას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი გიორგი გაბუნიას მონოლოგის შესახებ. გუშინდელ გადაცემაში "არჩევანი", გაბუნიამ ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი მიმოიხილა. გაბუნიამ ნახატზე საუბრისას თქვა, რომ "ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს". გაბუნიას ამ მონოლოგის შესახებ განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ და გადაცემას "ღვთის მგმობი" უწოდა.

კომენტარები