ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ქორწილის შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად გამოჩნდნენ

GETTY IMAGES

19 მაისს, მილიონობით ადამიანის ყურადღება სამეფო ქორწილისკენ იყო მიპყრობილი. სამეფო წყვილის შეუღლება, სამეფო ოჯახთან ერთად, მთელმა მსოფლიომ იზეიმა.

სამშაბათს, ბუკინგემის სასახლეში ეზოს წვეულება გაიმართა, სადაც ახლადშეუღლებული სამეფო წყვილი ქორწილის შემდეგ პირველად გამოჩნდა ფართო აუდიტორიის წინაშე. წვეულება ჰარის მამას, პრინც ჩარლზს ეძღვნებოდა, სადაც მას თავისი საქველმოქმედო საქმიანობისათვის პატივი მიაგეს. წვეულებას, დაახლოებით, 6000 ადამიანი ესწრებოდა.

სასექსის ჰერცოგი, ჰარი წვეულებაზე სიტყვით გამოვიდა. მანამ, სანამ მამამისის საქველმოქმედო საქმიანობაზე ისაუბრებდა, პატივი მიაგო მანჩესტერში თავდასხმისას გარდაცვლილ ადამიანებს.

“ცალსახაა, რომ უილიამის ინსპირაციით ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაიმე შევცვალოთ. მამა, შენ, მართალია მთხოვე არ მესაუბრა შენ შესახებ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ვწუხვარ, ბავშვობაში რომ არ გისმენდი ხოლმე. მინდა მადლობა გადაგიხადო შენი 50-წლიანი საქმიანობისთვის.”

ჰარის საუბარი ფუტკარმა გააწყვეტინა, რაზეც მეგან მარკლიმ და კორნვოლის ჰერცოგინია კამილამ ბევრი იცინეს. 


ფოტო: GETTY IMAGES


“ფუტკარმა ნამდვილად გამომიჭირა” - თქვა ჰარიმ სიცილით.

სამეფო წყვილი თაფლობის თვეში ჯერ არ წასულა. არ არის ცნობილი, როდის ან სად გაემგზავრება სამეფო წყვილი.

კომენტარები