გიორგი გახარიას გამოსვლა

ირაკლი კობახიძე: კლუბებში განხორციელებული საპოლიციო ოპერაციები ლეგიტიმური იყო

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, 12 მაისს კლუბებში სპეცოპერაციები იყო ლეგიტიმური და პროპორციული.

"რაც შეეხება უშუალოდ საპოლიციო ოპერაციას, რომელიც განხორციელდა ღამის კლუბებში, მე მქონდა წინასწარი ინფორმაცია ბატონი გიორგი გახარიასგან ამ ოპერაციის თაობაზე, დეტალების თაობაზე, და მაშინ აღვნიშნე, რომ ჩემი წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ამ ოპერაციებს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი და ჩარევა იყო, ასევე, პროპორციული. ეს რწმენა მე დღეს გამიმყარა იმ მოხსენებამ, რომელიც მოვისმინე და განსაკუთრებით, კითხვა-პასუხმა, რომელიც მოვისმინე დღევანდელ სხდომაზე. იყო არაერთი ინფორმაცია, დეტალები მოწოდებული ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი სწორედ, მეტყველებს მიზნის ლეგიტიმურობაზე და ასევე, ჩარევის პროპორციულობაზე. ის ფაქტები, აქ საუბრობდნენ კოლეგები, არცერთი სხეულის დაზიანება, თუნდაც, მსუბუქი, არცერთი საჩივარი ომბუდსმენთან, გენინსპექციაში და ასე შემდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიცია მოქმედებდა თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად და იყო ჰუმანურობის მაღალი სტანდარტი გამოვლენილი ამ ოპერაციის ჩატარების დროს." - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამეტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლა დასრულდა.

კომენტარები