გიორგი გახარიას გამოსვლა

გიორგი გახარია: ავტომატებით შევედით იქ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის

ავტომატებით შევედით ძალიან გააზრებულად, იმიტომ რომ იქ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოება დაგვეცვა. ეს იყო საპოლიციო ღონისძიება და იქ ცარიელი ხელით შესვლა იქნებოდა დაუშვებელი შეცდომა. თუ ჩვენ იქ შევედით ავტომატით და რაღაც შეგვეშალა, ეს ჩვენი პროფესიონალიზმის პრობლემაა და ვიღაცამ ამაზე პასუხი უნდა აგოს. ჩვენ კომპლექსი არ უნდა გვქონდეს - მე იქ ავტომატით როგორ უნდა შევიდე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ითხოვდა საპოლიციო აღჭურვილობას და იყო ჩატარებული ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. იმისთვის, რომ იქ მყოფი მოქალაქეების, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ გასაღებასთან, მათი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

გიორგი გახარია გიგა ბოკერიას კითხვას პასუხობს, თუ რატო ჩაატარეს 12 მაისს სპეცოპერაცია კლუბებში ავტომატებით აღჭურვილებმა.

კომენტარები