გიორგი გახარიას გამოსვლა

გიორგი გახარია: ბოდიში ახალგაზრდებს საღამოს გეგმების ჩაშლისთვის მოვუხადეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ნაციონალური მოძრაობის წევრის კითხვას უპასუხა 14 მაისს აქციაზე მოხდილ ბოდიშთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მათ ბოდიში ახალგაზრდებს საღამოს გეგმების ჩაშლისთვის მოუხადეს. 

"აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების ჩაშლა და კლუბიდან გამოყვანა. რა თქმა უნდა, მოვუხადეთ ბოდიში.

ძალიან კარგად გვესმის ის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმის, რომ ამას მოყოლოდა გამოხატვის თავისუფლების ის ფორმები, რომელიც იყო და მოვიხადეთ ეს ბოდიში. გავაგრძელო კიდევ? იმიტომ რომ, ამას მოყვა შემდეგ კონტრრეაქცია და კიდევ ბევრი რამ მოყვა, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთმა მხარემაც, მეორემაც, მესამემაც – სახელმწიფომაც და პოლიციამაც გაართვეს ამას თავი და შესაბამისი პასუხი გაეცა იმ გამოწვევებს, რომელიც იყო, რისი დამადასტურებელი მაგალითიც და საბუთიც იყო ნორმალურად ჩატარებული 17 მაისი." - თქვა გიორგი გახარიამ.

კომენტარები