აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის ანა სუბელიანის მიმართ მუქარაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი სუბელიანის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა. მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო ემუქრებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
"მემუქრებიან ბავშვით. მყავს 8 წლის შვილი და შვილზე აპელირებენ. ვარ ძალიან უშიშარი ადამიანი, მაგრამ რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნება გამიჩნდა. თუმცა, ამის გამო, არ ვაპირებ, შევწყვიტო გარეთ სიარული და უკან დავიხიო ბრძოლებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას ჩემი უსაფრთხოება“, - თქვა სუბელიანმა.
მუქარა