აიისა

"აიისას" საქმეს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე განიხილავს

facebook.com/levan.murusidze.98

პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის "აიისას" საქმეს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას "აიისას" ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვის გაყიდვიდან ამოღება დააკისრა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. 

თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი "ქართული იდეის" მიმართვის საფუძველზე შეადგინა. 

"აიისა" პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ცნობისთვის, სანდრო გირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმის ერთერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლოს პრესტიჟის დაცვის მოტივით მედიაზე ცენზურის დაწესების მომხრეა. მისი თქმით, "დაპირისპირებას, ამ ღვარძლს, შუღლს ბოლო ხომ უნდა მოეღოს, ეს ხომ უნდა დამთავრდეს?". მურუსიძე ლანძღვისა და შეურაცხყოფის შემცველ გამონათქვამებთან დაკავშირებით ამბობდა, რომ "საქართველოში არის ანომალიური სიტუაცია, რომელზეც პატრიარქმაც თქვა, რომ ეს არის ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა".

კომენტარები