კატალონია

კატალონიის პარლამენტმა რეგიონის ლიდერის პოსტზე ჟოაკიმ ტორა დაამტკიცა

ჟოაკიმ ტორა
El Pais

კატალონიის პარლამენტმა რეგიონული ლიდერის პოსტზე ჟოაკიმ ტორა მეორე სესიაზე 66 ხმით 65-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

ტორას კანდიდატურა რეგიონის ყოფილმა პრეზიდენტმა, კარლეს პუჩემონტმა წარადგინა.

მას შემდეგ, რაც პირველ სეზიაზე ჟოაკიმ ტორამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, ორშაბათს პარლამენტში გამართულ დებატებზე ის შეეცადა დამეტკიცებინა, რომ ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეთა პოზიციებსაც გაითვალისწინებს და რომ ურთიერთგაგების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს წინამორბედის მიერ დაწყებულ საქმეს რეგიონის ესპანეთისგან გამოყოფისათვის.

"რესპუბლიკაში ყველა მიიღებს უფლებებს, არავინ დაკარგავს უფლებებს: ეს ყველას ეხება, მნიშვნელობა არ აქვს რას მისცეს ხმა. კატალონიის რესპუბლიკა თანასწორობა, თავისუფლება და ძმობაა. კატალონიის რესპუბლიკა ევროპისაკენ ყურებას ნიშნავს." თქვა მან.

კომენტარები