ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი. [..] მთავარი ამოცანა სწორედ უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერებაა. შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ ჩვენ აუცილებლად პრინციპებზე - ეს არის ამოცანა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა.
tbl.ge/2x9i
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




